კახეთი. 2017 წლის 19 ივნისს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში სამი სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც PHR სათემო სახლის – „თემი ქედელის" ინტერესებს წარმოადგენდა.
სასამართლომ სრულად გაიზიარა PHR-ის იურისტის პოზიცია და მიღებული გადაწყვეტილებით, „თემი ქედელის" სათემო მომსახურებაში ჩართულ ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე სამ ადამიანს მხარდაჭერის სფეროები მათი სურვილის შესაბამისად განესაზღვრა.
PHR-ის სამართლებრივი დახმარების შედეგად, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებს შეეძლებათ – წვრილმანი გარიგების დადება, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, პენსიის განკარგვა, საქმის წარმოება სოციალური მომსახურების სააგენტოში, საბანკო მომსახურებით სარგებლობა, იუსტიციის სახლთან ურთიერთობა – აიდი ბარათის აღება და ასევე, მათ მიენიჭათ უფლება, – სრული მოცულობითა და საკუთარი შეხედულებით მიიღონ და განკარგონ საანაბრე ანგარიშზე წლების განმავლობაში დარიცხული თანხა. აღნიშნულ სფეროებში ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებს მხარდამჭერები გაუწევენ დახმარებას.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი