თბილისი. „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი" მიესალმება „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ" მე-11 მუხლის მესამე პუნქტით შეთავაზებულ ფორმულირებას.
„ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი” მიესალმება ”საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტის მე-11 მუხლის მესამე პუნქტით შემოთავაზებულ ფორმულირებას, რომლის მიხედვით სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის და სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად. მითითებული ნორმა კონსტიტუციის დონეზე განამტკიცებს გენდერული თანასწორობის მიღწევის შესაძლებლობებსა და ახალ პერსპექტივებს გააჩენს იმისთვის, რომ საქართველოში ქალების და მამაკაცების თანაბარი მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალ-ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში რეალურად იქნეს უზრუნველყოფილი”, - ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი ოფიციალური ფეისბუქგვერდი