აჭარა. ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის" ორგანიზებით, პროექტის - „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში" - ფარგლებში, აჭარაში მომუშავე ჟურნალისტებისთვის მედიატური მოეწყო.
მედიატურის ფარგლებში, ჟურნალისტები გაეცნენ „ინტელექტის" პროექტში ჩართული ბენეფიციარების ისტორიებს, აჭარაში მცხოვრებ ეკოლოგიურ და შრომით მიგრანტებს.
პროექტს - „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში" ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი" ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
წყარო: ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირის ოფიციალური ფეისბუქგვერდი