en
ge

არასამთავრობო ორგანიზაციები - საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით

თბილისი. საია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშრისო საზოგადოება", „საქართველოს საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, მოსაზრებებს აქვეყნებენ.
„აღნიშნული ცვლილებებიდან დადებით შეფასებას იმსახურებს ის რეგულაციები, რომლითაც მარტივდება საარჩევნო სუბიექტიების, სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაიების საარჩევნო ადმინისტრაციებში რეგისტრაცია (შემოდის ნებაყოფლობითი ხასიათის ელექტრონული რეგისტრაცია); აგრეთვე, პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს ის რეგულაციები, რომელიც ემსახურება საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცესის გაუმჯობესებას (მათ შორის, კოორდინაციას სახელმწიფო უწყებებს შორის, საარჩევნო სუბიექტებისგან განახლებული ინფორმაციის მიღებას და სხვა); თუმცა, აღნიშნული ცვლილებების პარალალურად, უარყოფით შეფასებას იმსახურებს საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ახალი წესი, აგრეთვე - რეგულაციები, რომელიც გარკვეულ შეზღუდვებს ადგენს საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით (ცვლილებები მედიის მიერ საარჩევნო კომისიების სხდომების გაშუქების, აგრეთვე, საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით)", - ნათქვამია ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
სრულად
წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ვებგვერდი


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)