en
ge

მოსაზრებები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს მოსაზრებებს მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.
„დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომელის თანახმადაც აღნიშნული კანონპროექტი უკვე არის დარეგისტრირებული პარლამენტში განსახილველად.
უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით უნდა აღნიშნოს, რომ კანონის პროექტზე მუშაობის პროცესში არ ყოფილა უზრუნველყოფილი ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობა და ჩართულობა. პროექტის ტექსტი არ ყოფილა ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის მისი მომზადების პროცესში. აღნიშნული განსაკუთრებით პრობლემურია თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს პარლამენტი არის „ღია მმართველობის პარტნიორობის" ინიციატივის აქტიური მონაწილე...", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)