თბილისი. „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ" (NIMD) დემოკრატიის სკოლაში „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის თაობაზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
„საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი ძალაში 2017 წლის 1 ივლისს შედის. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ახალი კანონის რგორც დადებით მხარეებზე, ისე გამოწვევებზე, რაც მის პრაქტიკაში განხორციელებას მოყვება.
საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის ფინანსური დახმარებით, ევროკავშირის თანადგომით, არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას" პროექტის - „საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების მიერ" - ფარგლებში.
პროექტი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით ხორციელდება. რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრებს სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) წევრები მართავენ.
წყარო: „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს" ოფიციალური ფეისბუქგვერდი