en
ge

გამჭვირვალობა: „ანგარიშში ციტატები კონტექსტის გაუთვალისწინებლადაა მოყვანილი“

თბილისი. როგორც, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აცხადებს, მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საკუთარი 4 წლიანი მუშაობის ანგარიში წარმოადგინა. ორგანიზაცია თვლის, რომ დოკუმენტში გამჭვირვალობის და Freedom House-ის ანგარიშებიდან ციტატები კონტექსტის გაუთვალისწინებლად არის მოყვანილი.
„რეალურად, ანგარიშებში სასამართლო სისტემაში არსებულ ისეთ სერიოზულ პრობლემებზეც არის საუბარი, როგორიცაა შერჩევითი მართლმსაჯულების განხორციელება, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეები, კორუფციის რისკები სასამართლო სისტემაში, მოსამართლეთა შერჩევითი დანიშვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გაუმჭვირვალე საქმიანობა.
სამწუხაროდ, საბჭოს მიერ ანგარიშების არასრულყოფილად წარმოჩენა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ იგი სასამართლოს მდგომარეობის შესახებ სასურველი სურათის შექმნასა და სისტემაში არსებული უმწვავესი პრობლემების დაფარვას ცდილობს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)