en
ge

„ერთი დღე ჯარში“ - სტუდენტებისთვის

თბილისი. აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები პროექტის, "ერთი დღე ჯარში" მონაწილეები გახდნენ.
პროექტის ფარგლებში, სტუდენტები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს ეწვივნენ, სადაც მოისმინეს ინფორმაცია ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის თაობაზე.
საინფორმაციო ტური ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაგრძელდა. აქ სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია ვაზიანის IV მექანიზებული ბრიგადის განვითარებისა და მიღწევების, ასევე - საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის შესახებ. სტუდენტები ვაზიანის სიმულაციურ ცენტრსაც ეწვივნენ, სადაც თავად ჩაერთნენ სიმულაციურ გასროლებში და სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს.
ღონისძიება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.
სრულად
წყარო: ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ოფიციალური ფეისბუქგვერდი


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)