კახეთი. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ახმეტის მუნიციპალიტეტში, თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ფერმერებს ტრენინგი ჩაუტარა.
ტრენინგის - "ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა” - მიზანია, გადაწყვეტილების მიმღებ პირთა, ადგილობრივი ფერმერებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ცნობიერების ამაღლება; ასევე, ამ ჯგუფებისთვის ნიადაგის დეგრადაციის კუთხით არსებული პრობლემების, მიწებისა და ლანდშაფტების მდგრადი მართვის თანამედროვე და ეფექტური გზების და მეთოდების გაცნობა.
თეორიულ ნაწილთან ერთად, ტრენინგი პრაქტიკულ საველე გასვლასაც მოიცავდა.
წყარო: ორგანიზაციის ოფიციალური ფეისბუქგვერდი