en
ge

„საფარი“ გადაცემა „პროფილს“ სექს-მუშაკთა სტიგმატიზაციისთვის უჩივის

თბილისი. კავშირი „საფარი" გადაცემა „პროფილს" 15 ივნისს გასული გადაცემის გამო უჩივის. გადაცემაში სექს-მუშაკი საკუთარ ისტორიაზე ჰყვება, წამყვანი და დანარჩენი სტუმრები კი მის არჩევანს განსჯიან.
„ერთი მხრივ, წამყვანი მხარს უჭერს მარიამს და თითქოს თანაუგრძნობს კიდეც მას, თუმცა ზიზღით საუბრობს იმ პირებზე, ვინც სექს სამუშაოზე „ახალი ფეხსაცმლის" თუ „500 დოლარის" სანაცლოდ თანხმდება. იგი პირზე ადგება გადაცემის ერთ-ერთ სტუმარს და ეჭვი შეაქვს მის მიერ შეძენილი ქონების „პატიოსნებაში".
სექს-მუშაკები გადაცემაში წარმოჩნდნენ, როგორც საზოგადოების ყველაზე დაბალი კლასის წევრები. სექს-მუშაკები ისედაც გარიყულნი არიან ყოველდღიური საზოგადოებრივი ცხოვრებიდან მათი ასეთი დამცირება და გაკიცხვა კიდევ უფრო ზრდის მათი უფლებების დარღვევისა და დისკრიმინაციის საფრთხეს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: sapari.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)