en
ge

„გენდერული საკითხების გაშუქება“

თბილისი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აქვეყნებს სახელმძღვანელოს გენდერული საკითხების გაშუქებაზე.
„მოერიდეთ ამბის მონაწილე პირთა სქესის აღნიშვნას, როდესაც ის რაიმე დამატებით ინფორმაციას არ აძლევს აუდიტორიას. ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ანტისოციალური ქცევის გაშუქებისას.
მაგალითად, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დამნაშავე მძღოლი ქალი იყო თუ კაცი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მასალაში იმის მითითება, რომ მანქანას ქალი მართავდა, ამყარებს სტერეოტიპს თითქოს ქალი ცუდი მძღოლი იყოს მაშინ, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევების მონაწილე არაერთი კაცი მძღოლია.
არ გააშუქოთ ამბავი ისე, რომ გენდერული როლების შესახებ საზოგადოებაში არსებული არასწორი წარმოდგენები გაძლიერდეს, არ მიანიჭოთ „ქალურისა" და „კაცურის" იარლიყი რომელიმე პროფესიას თუ ქმედებას", ნათქვამია ქარტიის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: qartia.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)