თბილისი. 24 ივნისს, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და პოლიციის თანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები".
პროექტი „ოჯახში ძალადობის დასაძლევად საქართველოში" ხორციელდება ესტონეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, ა/ო „ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელთან", საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შსს-ს აკადემიასთან და სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში