en
ge

რეკომენდაცია საარჩევნო მიზნებისთვის სკოლების რესურს-ოთახების გამოყენების თაობაზე

თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა 2017 წლის 20 ივნისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა რეკომენდაციით საჯარო სკოლების რესურს-ოთახების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების პრაქტიკის აღმოფხვრის თაობაზე.
როგორც სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, საქმის შესწავლის შედეგად დადასტურდა, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, საქართველოს რამდენიმე საჯარო სკოლაში რესურს-ოთახები, დროებით, საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის იყო გადაცემული. შესაბამისად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას ესარგებლათ განათლების მიღების დროს მათთვის განსაზღვრული ინდივიდუალური მიდგომის მნიშვნელოვანი კომპონენტით.
აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სათანადო რეაგირება არ მოუხდენია, რამაც სახალხო დამცველის აზით, შესაძლოა ხელი შეუწყოს საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობისთვის რესურს–ოთახების გამოყენების მანკიერი პრაქტიკის დამკვიდრებას. სახალხო დამცველის აზრით, საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს 2017 წლის ოქტომბერში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებით.
სრულად
წყარო: საქართველოს სახალხო დამცველის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)