en
ge

სნეპ ნარკოპოლიტიკის რეფორმის კანონპროექტის პარლამენტში ინიცირებას მიესალმება

თბილისი. „საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა” პარლამენტის წევრების მიერ ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტური რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას ეხმაურება.
პლატფორმა გამოხატავს მხარდაჭერას ამ პროცესის მიმართ და დადებითად აფასებს კანონპროექტზე მუშაობის წინარე პროცესს, რომელიც წარიმართა პლატფორმისა და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრების, აგრეთვე პარლამენტის სხვა წევრების აქტიური თანამონაწილეობით.
„თანამშრომლობის ფორმატმა შესაძლებლობა მოგვცა შექმნილიყო კანონპროექტი, რომელიც სრულფასოვნად პასუხობს იმ სისტემურ პრობლემებს, რომელიც არსებობს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მიმართულებით. კანონპროექტი ეხმიანება სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამების გაძლიერების საჭიროებას, ეფექტიანი პრევენციული პოლიტიკის დანერგვის საკითხს, ასევე აქცენტს აკეთებს უფლებების შემზღუდავი სამართლებრივი მექანიზმების სამართლიან ჩარჩოებში მოქცევაზე" - ნათქვამია განცხადებაში.
სრულად
წყარო: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023