თბილისი. ადამიანის უფლებათა ცენტრი აქვეყნებს სტატიას აზერბაიჯანელი პოლიტიკოსის დაშგინ აღალარლის შესახებ.
„პოლიტიკოსი მესამე წელია, თავს საქართველოს აფარებს. ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარებით, ის პატიმრობიდან გათავისუფლდა, მაგრამ შემდგომ წლებში მუდმივად ბაქოში ექსტრადიციის შიშით ცხოვრობს. როგორც თვითონ აცხადებს, ეს შიში განსაკუთრებით გაუძლიერდა თბილისიდან მეგობარი ჟურნალისტის - აფგან მუხთარლის გატაცების შემდგომ”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.humanrights.ge