თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა პრევენციის ეროვნული მექანიზმის მე-9 ბიულეტენი გამოსცა. ბიულეტენი შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატის მიერ გაზაფხულის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების შესახებ.
ესენია: სამუშაოები ადვოკატირებისა და კონტროლის სისტემის დახვეწის თაობაზე; „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს" მიერ დაფინანსებული პროექტის - „ჯანმრთელობის უფლების დაცვის ხელშეწყობა პენიტენციურ სისტემაში" - ფარგლებში, პატიმრების სოციოლოგიური გამოკითხვა N8 და N2 პენიტენციურ დაწესებულებებში; აკად. ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონიტორინგი; აგრეთვე, მიგრანტთა დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგი.
საერთაშორისო სიახლეებში გაეცნობით ინფორმაციას წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული სტანდარტების შესახებ, რომელიც ფსიქიატრიულ დაწესებულებებში სრულწლოვანი პაციენტების მიმართ შეზღუდვის საშუალებების გამოყენებას შეეხება.
წყარო: საქართველოს სახალხო დამცველის ვებგვერდი