თბილისი. მედიის განვითარების ფონდმა (MDF) მედიაწიგნიერების პროგრამის ფარგლებში მოამზადა გზამკვლევი: „როგორ ვებრძოლოთ მანიპულაციას და ყალბ ინფორმაციას".
„თანამედროვე ტექნოლოგიებმა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გააფართოვა, რამაც უფრო პლურალისტური გახადა მედია. თუმცა, სოციალური მედიის შესაძლებლობების გამოყენება ხშირად დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიზნით ხდება, რასაც შეცდომაში შეჰყავს მედიის მომხმარებელი.
გამოცემის მიზანია, დაეხმაროს მედიის მომხმარებლებს აღიჭურვონ უნარებით, რაც მათ ყალბი ინფორმაციის გადამოწმებაში და დეზინფორმაციასთან გამკლავებაში დაეხმარება", ნათქვამია ორგანზიციის ვებ-გვერდზე.
წყარო: mythdetector.ge