შიდა ქართლი. „ადამიანის უფლებათა ცენტრი" აქვეყნებს სტატიას შშმ პირ სოსო ქუმელაშვილის სირთულეებზე. ქუმელაშვილმა ბარიერები გაიარა და პრეზენტაციას დაესწრო, სადაც შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე სახალხო დამცველის 2016 წლის სპეციალური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.
სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის მიხედვით, წლების განმავლობაში არსებული გამოწვევების მხრივ მკვეთრი გაუმჯობესება არც ერთი მიმართულებით არ მომხდარა.
„ანგარიშში სრულად იყო ის პრობლემები ასახული, რასაც ვაწყდებით ქუჩაში გამოსვლისთანავე, რადგან დამოუკიდებლად გადაადგილება გვიჭირს, რაც შენობების ადაპტირებასთან არის დაკავშირებული. გარემოს ადაპტაციის კუთხით უმნიშვნელოდ არის შეცვლილი მდგომარეობა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.humanrights.ge