en
ge

IDFI: საჯარო სამსახურის რეფორმა შეფერხებით მიმდინარეობს

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი საჯარო სამსახურის რეფორმის მიმდინარეობის ანალიზს აქვეყნებს.
ანალიზის მიხედვით, ბოლოდროინდელი შეფერხებები საფრთხეს უქმნის საჯარო სამსახურის რეფორმის წარმატებულ, ეფექტიან და სრულყოფილ განხორციელებას. IDFI ხაზს უსვამს, რომ რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონის მიღება იყო; გარდა ამისა, ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2016 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის მიხედვითაც უნდა შემუშავებულიყო საჯარო სამსახურის შესახებ კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების პროექტები. კერძოდ, 2016 წლის 21 დეკემბერს ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონის ამოქმედებამ 2017 წლის 1 იანვრის ნაცვლად, 2017 წლის 1 ივლისს გადაიწია. აღნიშნული გადავადების მიზეზად დასახელდა ის გარემოება, რომ შეზღუდული ვადების გამო ვერ მოხერხდა კანონის ამოქმედებისთვის აუცილებელი კანონქვემდებარე აქტებისა და საკანონმდებლო ცვლილებების დროული შემუშავება.
„ახალი კანონის ამოქმედებამდე რამდენიმე დღე რჩება, თუმცა ამ დროისთვის მთავრობის მიერ პარლამენტისათვის კვლავაც არ არის წარდგენილი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტები. აღნიშნული კანონპროექტები კრიტიკულად მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურის რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის.[1] ამ კანონების პროექტები სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ასევე არ ყოფილა წარმოდგენილი ფართო საზოგადოებრივი განხილვისთვის, რაც ამ პროცესში არსებული კიდევ ერთი გამოწვევაა", - ვკითხულობთ ანალიზში.
სრულად
წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ვებგვერდი


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)