თბილისი. პროექტის „სოციალური მეწარმეობა - ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის” ფარგლებში დაიწყო ტრენინგების ციკლი კონკურსის შედეგად შერჩეული 9 იდეის ავტორი ორგანიზაციისთვის/საინიციატივო ჯგუფისთვის.
„ტრენინგების ციკლი დაეხმარება შერჩეულ 9 იდეის ავტორ გუნდს სრული ბიზნეს გეგმის შექმნაში. პროექტს ახორციელებენ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ASB Georgia", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში