en
ge

რეკომენდაცია საქართველოს პრემიერ–მინისტრს მშენებლობის უსაფრთხოების სფეროში

თბილისი. 2017 წლის 22 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს პრემიერ–მინისტრს, სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების მარეგულირებელი წესებისა და ნორმების რეგლამენტირების შესახებ.
რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებულია და სამოქმედოდ დაშვებულია მშენებლობაში უსაფრთხოების ტექნიკის შემცველი სამშენებლო ნორმები და წესები (СНиП III-4-80), რომელიც მხოლოდ რუსულ ენაზეა ხელმისაწვდომი და გამომდინარე იქიდან, რომ განეკუთვნება ყოფილი საბჭოთა კავშირის აქტს, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში" არ არის განთავსებული. საქართველოს კანონმდებლობაში მშენებლობაში უსაფრთხოების ტექნიკის (СНиП III-4-80) ქართულ ენაზე შესრულებული ოფიციალური ანალოგის არარსებობა საფუძველს უყრის მისი არაოფიციალური სახით გამოყენებასა და სახელმწიფო უწყებების მხრიდან არაერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებას.
მშენებლობაში უსაფრთხოების ტექნიკის (СНиП III-4-80) რუსულ ენაზე მოქმედების გარდა, სახალხო დამცველი პრობლემურ საკითხად გამოყოფს საქართველოს მთავრობის მიერ 2007 წლის 28 მარტის N62 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის უსაფრთხოების წესების" ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ნორმატიული აქტის მიუღებლობასა და შესაბამისად, ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში ასეთი აქტის არარსებობას.
სახალხო დამცველის განცხადებით, მშენებლობის უსაფრთხოების სფეროში მოქმედი ზემოხსენებული საკანონმდებლო ბადე ორაზროვანი, ბუნდოვანი და განუსაზღვრელი მასშტაბის ნორმებითა და წესებით ხასიათდება, რაც არღვევს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპსა და სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს მშენებლობაში უსაფრთხოების ტექნიკის (СНиП III-4-80) ქართულ ენაზე შესრულებული ოფიციალური ანალოგის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის სახით მიღება და მშენებლობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ 2007 წლის 28 მარტის №62 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) და მისი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში" არსებული ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირება.
სრულად
წყარო: საქართველოს სახალხო დამცველის ვებგვერდი


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)