en
ge

IDFI-ის განცხადება მარეგულირებელი ორგანოების შესახებ კანონის ცვლილების თაობაზე

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ" საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცვლილების პროექტის მიზანს წარმოადგენს საჯარო სამსახურის ახალი კანონის მოქმედების შეზღუდვა, მარეგულირებელი ორგანოების აპარატის თანამშრომლებზე. კერძოდ, ამ საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, მარეგულირებელი ორგანოების აპარატის თანამშრომლებისთვის კანონის მოქმედება შეიზღუდება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში, როგორიცაა: ანაზღაურება, კლასიფიკაცია, წახალისება, დაწინაურება, დისციპლინური წარმოება, სამუშაოს შეფასება და ა.შ. ორგანიზაციის აზრით, ამ ცვლილებამ, შესაძლოა, საფრთხის წინაშე დააყენოს საჯარო სამსახურის ერთიანობის პრინციპის დამკვიდრება.
IDFI მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ დაამტკიცოს ამ ფორმით შემოთავაზებული კანონპროექტი და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამართოს კონსულტაციები ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, განსაკუთრებით იმ ორგანიზაციების და დაწესებულებების რომლებიც ჩართულები იყვნენ საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის შემუშავების ხანგრძლივ პროცესში.
IDFI, ასევე, მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, საჯარო სამსახურის შესახებ კანონთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების განხილვისას, მოითხოვოს საჯარო სამსახურის ბიუროს, როგორც რეფორმის კოორდინაციაზე პასუხისმგებელი ორგანოს, წერილობითი მოსაზრებების წარმოდგენა, დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.
სრულად
წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)