კახეთი. 26 ივნისს, ადამიანის უფლებათა ცენტრის კიდევ ერთი ვიზიტით იმყოფებოდა სოფელ კაბალში - ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეებით დასახლებულ სოფელში.
„აქ სოფლის საზოგადოებრივ ცენტრში გასულ წელსაც ვიმყოფებოდით და მაშინ შეხვედრაზე მხოლოდ მამაკაცები მოვიდნენ. ამჯერად, შეხვედრა იმგვარად დავგეგმეთ, რომ რაც შეიძლება მეტ ქალს მიეღო მონაწილეობა და სასაუბრო თემაც მათთვის საინტერესო საკითებზე შევარჩიეთ - „ქალთა უფლებები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებები; გენდერული და/ან ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია (ოჯახში ძალადობა, ადრეული ქორწინება, რელიგიის თავისუფლება და სხვა)", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში