en
ge

ეროვნული მარეგულირებლების თანამშრომლები და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი

თბილისი. საია „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტს ეხმაურება. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ, ამ ცვლილებების შედეგად, შესაძლოა, ეროვნული მარეგულირებლების აპარატის თანამშრომლები „საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის მიღმა დარჩნენ.
ცვლილებების პროექტის მიხედვით, მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია თავად განსაზღვროს: აპარატის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კონკურსის სახეები; საკონკურსო კომისიის ფორმირება და საქმიანობის წესი; ასევე დაწინაურება, გადაყვანა, შეფასება, წახალისება, პროფესიული განვითარება, სამსახურიდან გათავისუფლება, ანაზღაურება და პრემირების წესი. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძვლად მითითებულია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობისა და საქმიანობაში ჩაურევლობისაგან დაცვა.
„მიგვაჩნია, რომ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია) აპარატის წევრების „საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის გავრცელების სფეროდან გამოყვანა ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციით განსაზღვრულ ერთიანი საჯარო სამსახურის შექმნის იდეას და ამავდროულად, ამავე აპარატში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებს ართმევს შესაძლებლობას, ისარგებლონ კანონით გათვალისწინებული სიახლეებითა და უფლების დაცვის გარანტიებით", - აცხადებს საია.
ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს წარმოდგენილი ცვლილებების პროექტს და ხელი შეუწყოს საჯარო სამსახურის რეფორმის სამართლიან და ეფექტურ განხორციელებას.
სრულად
წყარო: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა სოციაციის ვებგვერდი


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)