თბილისი. 21 ივნისს, ომბუდსმენმა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ზოგადი წინადადებით მიმართა.
წინადადებაში აღნიშნულია, რომ მხარდამჭერის დანიშვნის საჭიროების სამედიცინო შეფასების და გადაწყვეტილების მიღების არსებული პრაქტიკა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ დისკრიმინაციის წამახალისებელია.
„სახალხო დამცველმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართა, საქართველოს საერთო სასამართლოებში დაადგინოს სტანდარტი, რომლის მიხედვით, სასამართლო ვალდებული იქნება მხარდასაჭერი სფეროები და ფარგლები განსაზღვროს პირის ინდივიდუალური ფსიქოსოციალური საჭიროებებიდან და მისი ინტერესებიდან გამომდინარე. ასევე, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მოუწოდა, რომ ფსიქოსოციალური საჭიროებების შეფასებისას ინდივიდუალიზებული მიდგომა გამოიყენოს", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: www.ombudsman.ge