თბილისი. ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში, "ღია გალერეაში" გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით "ევროპა მეცხრამეტე საუკუნის საქართველოს ყოველდღიურობასა და ინტელექტუალური ცხოვრებაში".
ექპოზიცია მომზადებულია ევროინტეგრაციის პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს მეცხრამეტე საუკუნისა და მეოცე საუკუნის დასაწყისის ბეჭდურ მედიაში ევროპული იდეების დამკვიდრების პროცესის შესწავლასა და ფართო საზოგადოებისთვის მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.
პროექტი განახორციელა ორგანიზაციამ „ნოვა სოსიეტასი". გამოფენა "ღია გალერეაში" 7 ივლისამდე გაგრძელდება.
წყარო: ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" ვებგვერდი