en
ge

TI: არაწინასაარჩევნო დროს პოლიტიკური რეკლამა არ უნდა იკრძალებოდეს

თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ისთვის გაკეთებული გაფრთხილების თაობაზე მოსაზრებას ქვეყნებს.
„15 ივნისს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2” დამრღვევად იმის გამო ცნო, რომ არაწინასაარჩევნო პერიოდში ეთერში პოლიტიკური რეკლამა გაუშვა. საქმე პრეცედენტული იყო და ამ გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, მაუწყებლებს არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის ეთერში გაშვება აეკრძალათ", - ნათქვამია მასალაში, - „საქმის განხილვაზე „რუსთავი 2”-მა განაცხადა, რომ ეს მათი კომპანიის წინააღმდეგაა მიმართული. ასეთი შემთხვევები სხვა არხებზეც ხდებოდა, თუმცა კომისია არ რეაგირიდებდა და მათმა მონიტორინგმა რატომღაც მხოლოდ „რუსთავი 2”-ის დარღვევა აღმოაჩინა. მაგალითად კი, „იმედისა” და „ობიექტივის” შემთხვევები მოიყვანეს. კომისიამ ამ ტელევიზიებიდანაც გამოითხოვა ინფორმაცია, თუმცა „იმედმა” მსგავსი ფაქტის არსებობა არ დაადასტურა, ხოლო „ობიექტივმა” კომისიას საერთოდ არ უპასუხა".
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან ტელეკომპანია „ობიექტივსა” და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” შორის 2016 წლიდან დღემდე გაფორმებული სარეკლამო მომსახურების ხელშეკრულების ასლები გამოითხოვა, თუმცა, მხოლოდ ერთი კონტრაქატი მიიღო. ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ დანარჩენი კონტრაქტები, რომლებიც უფრო ადრე გასულ რეკლამებს ეხება, „პატრიოტთა ალიანსს” აუდიტის სამსახურისთვის არ მიუწოდებია. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „გამჭვირვალობას", ასევე, მიაწოდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც „ობიექტივს” 2015 წლის პირველი თებერვლიდან 2016 წლის პირველ იანვრამდე (რაც მოიცავს არაწინასაარჩევნო პერიოდს) სამაუწყებლო ბადეში უნდა განეთავსებინა „პატრიოტთა ალიანსის” პოლიტიკური რეკლამა, თანხას კი, „მაუწყებელში დადგენილი ტარიფითა და ამ ხელშეკრულების შესაბამისად, ყოველი თვის ბოლოს შედგენილი დანართით” უნდა გადაეხადა.
მოსაზრებაში ხაზგასმულია, რომ ხელშეკრულებას თან არ ახლავს დანართი იმის თაობაზე, თუ რამდენჯერ გაუშვა „ობიექტივმა” „პატრიოტთა ალიანსის” პოლიტიკური რეკლამა, მაგრამ ამ ხელშეკრულების არსებობა უკვე უნდა ნიშნავდეს, რომ მსგავსი რეკლამები ტელეკომპანიის ეთერში გადიოდა. შესაბამისად, აუცილებელია კომუნიკაციების ეროვნული კომისია დაინტერესდეს და შეისწავლოს ეს ფაქტი იმისათვის, რომ ტელეკომპანიების მიმართ ჰქონდეს არადისკრიმინაციული მიდგომა და განეიტრალდეს ეჭვი მარეგულირებლის სუბიექტორობასა და შერჩევითობასთან დაკავშირებით.
ზოგადად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მიიჩნევს, რომ არაწინასაარჩევნო დროს პოლიტიკური რეკლამა არ უნდა იკრძალებოდეს და „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 661 მუხლი ინტერპრეტაციების საშუალებას არ უნდა ტოვებდეს.
სრულად
წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ვებგვერდი


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023