en
ge

სამუშაო შეხვედრა თემაზე – "მსხვერპლი ქალის სინდრომი" სისხლის სამართალში

თბილისი. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" უმცირესობათა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის ჯგუფში გაიმართა პრეზენტაცია თემაზე „მსხვერპლი ქალის სინდრომი სისხლის სამართალში” (Battered Woman Syndrome).
„მსხვერპლი ქალის სინდრომი" წარმოადგენს ქალის სპეციფიკურ მდგომარეობას, რომელიც თავს იჩენს პარტნიორი მამაკაცის მხრიდან, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელებისას, გახანგრძლივებული დროის მანძილზე. ეს სინდრომი არაერთ ქვეყანაში წარმოადგენს პასუხისმგებლობის გამომრიცხავ ან შემამსუბუქებელ გარემოებას, თუმცა, იგი უცხოა საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობისთვის.
შეხვედრაზე მიმოხილულ იქნა საერთო და კონტინენტური სამართლის ქვეყნებში „მსხვერპლი ქალის სინდრომის" გამოყენების სასამართლო პრაქტიკა და საკანონმდებლო ბაზა. ასევე, განხილული იქნა საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკა და ეროვნული კანონმდებლობა, სისხლის სამართლის კანონმდებლობაში „მსხვერპლი ქალის სინდრომის" დანერგვისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები და გზები.
სრულად
წყარო: „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)