თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს შეფასებას: „როგორ აისახა სოციალური უფლებების დამცავი გარანტიები განახლებულ კონსტიტუციაში".
ორგანიზაცია აფასებს 2017 წლის ჯერ კიდევ მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმას სოციალური უფლებების კუთხით.
„სამწუხაროდ, არაერთი განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხი კონსტიტუციის ტექსტს მიღმა დარჩა. მეტიც, კომისიის თავმჯდომარის თავდაპირველი დაპირების მიუხედავად, რომელიც გამორიცხავდა უფლებრივი სტანდარტების გაუარესების შესაძლებლობას, სოციალური უფლებების დაცვის უფლებრივი სტანდარტი არაერთი მიმართულებით გაუარესდა.
წინამდებარე შეფასებით მიმოვიხილავთ კონსტიტუციური კანონის პროექტში სოციალური უფლებების დამცავი ჩანაწერების კუთხით არსებულ გაუმჯობესებებს, გაუარესებებსა და იმ საკითხებს, რომელიც კომისიის ფარგლებში და მის გარეთ გამართული მწვავე დისკუსიების მიუხედავად, არ გახდა კონსტიტუციის ტექსტის ნაწილი", ნათქვამია ორგანიზაციის შეფასებაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში