en
ge

კოალიცია: ევროსასამართლოს მოსამართლის შერჩევის პროცესი ისევ პრობლემურია

თბილისი. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის" ევროსასამართლოს მოსამართლის კანდიდატურის შერჩევის პროცესს ეხმაურება.
„2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შესარჩევად მეორედ შექმნილმა კომისიამ კვლავ ვერ უზრუნველყო სამართლიანი და გამჭვირვალე შერჩევის პროცედურა. კომისიის უმრავლესობის მხარდაჭერით მიღებული სია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას რეალური არჩევანის საშუალებას არ აძლევს", - ნათქვამია განცხადებაში.
კოალიციას მიაჩნია, რომ აღნიშნული კონკურსის შედეგები არის უსამართლო, არ იძლევა რეალური არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას და ის უნდა გაუქმდეს, ვინაიდან, საუკეთესო ხუთეულში და შემდეგ მთავრობის მიერ შერჩელ სამეულში, სახელისუფლებო წარმომადგენლების მიზანმიმართული მოქმედებების შედეგად ვერ მოხვდნენ ძალიან მაღალი კომპეტენციისა და რეპუტაციის მქონე კანდიდატები, მაშინ როდესაც შეირჩნენ მეტად საკამათო კვალიფიკაციის და რეპუტაციის კანდიდატები; ხელისუფლებამ აღნიშნული კონკურსი გამოიყენა როგორც ინსტრუმენტი, სასამართლო სისტემისთვის მიუღებელი გზავნილის გასაგზავნად, რომ მორჩილი მოსამართლეები იქნებიან წახალისებული, ხოლო დამოუკიდებელი და კომპეტენტური კადრები - მიზანმიმართულად დაბლოკილი მაღალი სამოსამართლეო თანამდებობების გზაზე.
სრულად
წყარო: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ვებგვერდი


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023