თბილისი. სახალხო დამცველი ოჯახში ძალადობის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებების (თავშესაფრის) მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს.
„სახალხო დამცველის მიერ თავშესაფრების მონიტორინგი განხორციელდა არაგეგმიურად, თავშესაფრის ადმინისტრაციასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე. მონიტორინგის ფარგლებში შემოწმდა თავშესაფარში არსებული ფიზიკური გარემო, კვების კუთხით არსებული მდგომარეობა და სერვისის მიწოდების ხარისხი. შეფასდა ბენეფიციართა საჭიროებები და პერსონალზე დაკისრებული უფლება-მოვალეობები; მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო დედათა და ბავშვთა მდგომარეობის შეფასებას და მოხდა როგორც პერსონალის, ისე ბენეფიციართა გამოკითხვა", ნათქვამია ომბუდსმენის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.ombudsman.ge