en
ge

ბავშვის უფლებების დაცვისა და მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა

თბილისი. 30 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრთან არსებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა.
საბჭოს წევრებმა ქვეყანაში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით არსებული გამოწვევების, სახალხო დამცველის მანდატისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ ისაუბრეს, პრიორიტეტული საკითხები და საბჭოს ფუნქციონირების სამომავლო ხედვა წარმოადგინეს.
კერძოდ, განიხილეს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე–3 დამატებითი ოქმის ამოქმედებისა და პრაქტიკაში ეფექტიანი იმპლემენტაციის საჭიროების, ბავშვის უფლებების შესახებ ერთიანი კანონის მიღების აუცილებლობის, ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის, ქუჩაში მცხოვრების და მომუშავე ბავშვებისა და არასრულწლოვანთა უფლებების სხვა პრობლემური საკითხები.
ბავშვის უფლებების დაცვისა და მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭო საქართველოს სახალხო დამცველის ბრძანების საფუძველზე, 2016 წლის ნოემბერში შეიქმნა. საკონსულტაციო საბჭოს ძირითადი მიზანია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ბავშვის უფლებათა კონვენციის დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის ეფექტური განხორციელების ხელშეწყობა, კონვენციის პრინციპების გათვალისწინებით.
ღია კონკურსის წესით შერჩეული საბჭოს წევრები ბავშვთა დაცვის სფეროში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები არიან. მათ შორის, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის, ბავშვთა კეთილდღეობის ლიგის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის; გაეროს ბავშვთა ფონდის; ორგანიზაცია „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის", სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენლები.
სრულად
წყარო: საქართველოს სახალხო დამცველის ვებგვერდი


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)