თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს ბლოგპოსტს „ჯორჯიან მანგანეზში" სპეციალური მმართველის დანიშვნის სასამართლო განჩინებაზე. ორგანიზაცია თვლის, რომ სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია.
„მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური მმართველის დანიშვნის პრაქტიკა დადგენილია უზენაესი სასამართლოს მიერ[2], მიგვაჩნია, რომ მოცულობით დიდი და სამართლებრივად რთული საქმის მხარისათვის შეუტყობინებლად, 24 საათში განხილვა და შემდეგ ასეთი განჩინების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, აზიანებს მეორე მხარის ინტერესს და ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. მართალია, კანონმდებლობაში სპეციალური მმართველის დანიშვნის მომწესრიგებელი ნორმები არ არსებობს, თუმცა, სასამართლოს შეეძლო დავის არსთან ყველაზე ახლოს მდგომი ნორმებით ეხელმძღვანელა და საქმე იმგვარად განეხილა, რომ მხარეს გონივრულ ვადაში თავისი პოზიციებისა და მტკიცებულებების წარმოდგენის შესაძლებლობა მისცემოდა.
ასევე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, განჩინება შეიცავდეს სრულ და ამომწურავ დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გახდა აუცილებელი სპეციალური მმართველისათვის ამდენად ფართო უფლებამოსილების მინიჭება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.transparency.ge