en
ge

ქარტიის საბჭო ჟურნალისტებისთვის შესაძლო ხელის შეშლის გამოძიებას ითხოვს

თბილისი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტის საბჭო მარნეულის სათემო რადიოს თანამშრომლებისთვის მუშაობაში შესაძლო ხელის შეშლის გამოძიებას ითხოვს.
როგორც საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა მარნეულის სათემო რადიოს ხელმძღვანელმა კამილა მამედოვამ, რომლის თქმითაც, მასზე და რადიოს სხვა ჟურნალისტებზე, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, სხვადასხვა პირის მხრიდან ხორციელდება ზეწოლა, ემუქარებიან, აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას სოციალური ქსელებისა და სატელეფონო ზარების მეშვეობით. ჟურნალისტებმა პოლიციას უკვე მიმართეს.
საბჭოს ინფორმაციით, კამილა მამედოვა ამბობს, რომ ზეწოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც რადიო „მარნეულმა" გამოაქვეყნა მასალა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში (ქვემო ქართლი) სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებლის უკონკურსოდ დანიშვნის შესახებ.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად და ადეკვატურად გამოიძიონ ჟურნალისტებისთვის შესაძლო ხელის შეშლისა და მუქარის ფაქტი.
სრულად
წყარო: საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ვებგვერდი


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023