en
ge

სტუდენტები პარლამენტარების ამპლუაში

თბილისი. „ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით ორგანიზაცია „პირველი მუხლი" სტუდენტებისთვის პროექტს ახორციელებს. პროექტის მიზანია საქართველოს საპარლამენტო ცხოვრებაში ახალგაზრდობის ინფორმირებული ჩართულობის გაძლიერება, ასევე, პარლამენტის შიგნით თუ აღნიშნულ ინსტიტუტთან თანამშრომლობის ფორმატში მომავალი საქმიანობისთვის პროფესიონალი კადრების მომზადების ხელშეწყობა.
პროექტის ფარგლებში, სტუდენტებმა პარლამენტში იმიტირებული საკომიტეტო სხდომა გამართეს და საკუთარი ძალებით მომზადებული კანონპროექტი განიხილეს. „სტუდენტები პარლამენტარების ამპლუაში" შეჯიბრების ფინალში თსუ-ისა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის გუნდები ერთმანეთის პირისპირ წარსდგნენ. პროექტი „იმიტირებული საპარლამენტო კომიტეტის სხდომების"ფარგლებში გაიმართა.
სტუდენტების გამოსვლებს აფასებდა ჟიური, რომლის შემადგენლობაში იყვნენ პარლამენტის წევრები: გედევან ფოფხაძე, კახაბერ კუჭავა, კობა ნარჩემაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, ზაზა ხუციშვილი და ექსპერტები: გიორგი ბურჯანაძე, სოფიო ჯაფარიძე, ეკატერინე სხილაძე და მაკა კვაჭაძე.
აღნიშნული პროექტი თებერვალში დაიწყო და მასში საქართველოს სხავადასხვა უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებისგან დაკომპლექტებული 20 გუნდი მონაწილეობდა. მას შემდეგ, რაც ჟიური შეაჯამებს შედეგებს, 6 ივლისს პროექტის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
სრულად
წყარო: ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" ვებგვერდი


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)