en
ge

სოფლის სტრატეგიული გეგმა

გურია. 8 ივნისს ოზურგეთში, სოფელ  თხინვალში „ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბისა" და ამ სოფლის სათემო ლიდერების ორგანიზებით მოეწყო სოფელ თხინვალის სტრატეგიული გეგმის საჯარო განხილვა. სტრატეგიული გეგმა შემუშავდა პროექტის _ „ადვოკატირება ცვლილებებისათვის" ფარგლებში, რომელსაც „ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი" „ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრთან" პარტნიორობით ახორციელებს. გეგმის საჯარო განხილვას სოფლის 50-მდე მცხოვრები დაესწრო. გეგმაზე მომუშავე ჯგუფის წევრებმა მათთან ერთად დეტალურად განიხილეს ყველა პროექტი, რომელიც აისახა სტრატეგიულ გეგმაში და მოსახლეობიდან წამოსული შენიშვნების შესაბამისად მოხდა  მათი კორექტირება, რომლებიც ძირითადად ეხებოდა პროექტის განხორციელების ვადებსა და ღირებულებას. „ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის" კონსულტირებით, მსგავსი სტრატეგიული გეგმა ოზურგეთის კიდევ 2 სოფლისათვის (დვაბზუ, ნაღობილევი) შემუშავდა და მათი საჯარო განხილვა ამ სოფლების მოსახლეობასთან მომავალი კვირისთვისაა დაგეგმილი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)