en
ge

ნენსი ფრეიზერი: „ფემინიზმის თავგადასავალი“

თბილისი. ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ-კავკასიის ბიურო აქვეყნებს ნენსი ფრეიზერის კრებულის „ფემინიზმის თავგადასავალი" ქართული თარგმანის წინასიტყვაობას.
წიგნი 1985-2010 წლებში დაწერილ 10 ესეს აერთიანებს და აქტუალურია როგორც გლობალურ, ასევე, ქართულ კონტექსტშიც.
„მასში თავმოყრილი ათი ესე ბოლო 40-50 წლის განმავლობაში ფემინისტურ თეორიაში დასმულ თითქმის ყველა მნიშვნელოვან პრობლემას ეხება – პირდაპირ თუ არა, ირიბად მაინც. წიგნში განხილულია ისეთი საკვანძო თემები, როგორიცაა გენდერული იერარქიის მიმართება პოლიტეკონომია / კულტურა (თუ კლასი / სტა­ტუსი) დიქოტომიასთან, სოციალური სახელმწიფოს ინსტიტუტების თუ პრაქტიკების პატერნალისტური და მასტიგმატიზებელი მხარეები, კა­პიტალიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტიკოსების (განსაკუთრებით, ჰაბერმასისა და პოლანის) თეორიებში გენდერის მიმართ სიბრმავით გა­მოწვეული შეზღუდვები...," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ge.boell.org

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)