en
ge

სახალხო დამცველის წინადადება მთავარ პროკურორს აფგან მუხთარლის საქმის თაობაზე

თბილისი. 2017 წლის 3 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის დაზარალებულად ცნობასა და მის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ განხორციელებული შესაძლო დანაშაულის ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის წინადადებით საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართა.
სახალხო დამცველის მიიჩნევს, რომ აფგან მუხთარლის მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების წარმოება იმავე სამინისტროს მიერ, ვერ უზრუნველყოფს ეფექტიანი გამოძიებისთვის საჭირო დამოუკიდებლობის ხარისხს.
ამასთან, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ პროცესუალური უფლებებით სარგებლობის უზრუნველსაყოფად, აფგან მუხთარლის დაზარალებულის სტატუსი უნდა მიენიჭოს, რათა მას და მის ადვოკატს მეტი შესაძლებლობა ქონდეთ დააკვირდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას, რომლის მიმართაც, როგორც წესი, ლეგიტიმური კითხვები ჩნდება.
შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, მიიღოს გადაწყვეტილება აფგან მუხთარლის მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის პროკურატურის გამომძიებლებისთვის გადაცემის თაობაზე და უზრუნველყოს აფგან მუხთარლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება.
სრულად
წყარო: საქართველოს სახალხო დამცველის ვებგვერდი


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)