en
ge

სასკოლო ბულინგი და მასთან ბრძოლის გზები

თბილისი. 2017 წლის 29 ივნისს „მშობელთა საინფორმაციო ცენტრმა" (PIC) გამართა კონფერენცია „სასკოლო ბულინგი და მასთან ბრძოლის გზები".
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.
„მშობელთა საინფორმაციო ცენტრმა" წარმოადგინა საინფორმაციო ბროშურა „ერთად ვიხმაუროთ ბულინგის წინააღმდეგ" და თემატური ვიდეორგოლი, კონფერენციის მონაწილეებმა მოისმინეს სახელმწიფო უწყებების მოხსენებები. ღონისძიების დასასრულს გაიმართა დისკუსია.
კონფერენცია გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ლგბტი სოლიდარობის ქსელი სომხეთსა და საქართველოში", ფარგლებში, რომელსაც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფთან (WISG) ერთად ახორციელებს.
სრულად
წყარო: „მშობელთა საინფორმაციო ცენტრის" ოფიციალური ფეისბუქგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)