თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი აქვეყნებს სტატიას საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტისა და თანასწორუფლებიანობის დაცვის შესახებ. სტატია ეყრდნობა ორგანიზაციის მიერ მომზადებულ კვლევას „ რელიგიის თავისუფლება - სახელმწიფოს დისკრიმინაციულლი და არასეკულარული პოლიტიკის კრიტიკა".
„საჯარო სკოლებში სეკულარული და თანასწორი გარემოს შექმნა ზოგადი განათლების სისტემის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი განათლების შესახებ კანონი ადეკვატურ, მატერიალურ გარანტიებს აწესებს საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტისა და თანასწორობის დასაცავად, სახელმწიფოს პოლიტიკა ამ მიმართულებით კვლავ არაეფექტიანია. ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმისა თუ დისკრიმინაციის ფაქტებს კი სისტემური ხასიათი აქვს. ამაზე მიუთითებს ბოლო დროს გამოქვეყნებული არა ერთი კვლევა თუ ანგარიში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. კვლევები ცხადყოფენ, რომ სასწავლო პროცესსა და სკოლის ყოველდღიურ ცხოვრებაში ღრმად არის ფესვგადგმული და მუდმივად იწარმოება გაბატონებული ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის იდეოლოგია, სასწავლო პროცესი კი, ფაქტობრივად, რელიგიური ქადაგების სივრცედ არის გადაქცეული", - ვკითხულობთ სტატიაში.
წყარო: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ვებგვერდი