en
ge

TDI: კონსტიტუციური ცვლილებებით რელიგიის თავისუფლება იზღუდება

თბილისი. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების შეფასებას აქვეყნებს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები საფრთხეს უქმნის რელიგიის თავისუფლების დაცვას და წარმოშობს უფლებაში არამართლზომიერი ჩარევის მაღალ რისკს.
„კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით, ადამიანის სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მათი გამოვლინება ლახავს სხვათა უფლებებს. კონსტიტუციის პროექტის ამჟამინდელი რედაქციის მიხედვით კი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე დაამტკიცა, აღნიშნული დებულება შემდეგნაირად ჩამოაყალიბდა: "ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, დანაშაულის თავიდან აცილების, ჯანმრთელობის დაცვის, მართლმსაჯულების განხორციელების ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.” მოყვანილი ფორმულირება, აუარესებს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტს, რადგან აფართოებს შეზღუდვის იმ პირობებს, რომელთა საფუძველზე შესაძლებელია უფლებაში ჩარევა. ამასთან, წინაპირობების ნაწილი ბუნდოვანია და განჭვრეტადობის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, რადგან სახელმწიფოს შესაძლებლობა ეძლევა, ამ საფუძვლების საფარქვეშ არამართლზომიერად ჩაერიოს უფლებით დაცულ სფეროში და მნიშვნელოვნად გაართულოს მისი პროცესუალური დაცვა", - ნათქვამია განცხადებაში.
TDI მიიჩნევს, რომ რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის მოქმედი ფარგლები ("სხვათა უფლებების დასაცავად”) უფლების დაცვის უფრო მაღალ სტანდარტს ადგენს, ვიდრე შემოთავაზებული რედაქცია, რომელიც წარმოშობს რელიგიის თავისუფლების სფეროში უხეში ჩარევის რისკებს.
ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფოს, დაიცვას ორ ინტერესს შორის ადეკვატური ბალანსი, რწმენის, სინდისის და აღმსარებლობის შეზღუდვის საფუძვლად განიხილოს მხოლოდ კონსტიტუციით და საერთაშორისო ნორმებით გარანტირებული სხვათა უფლებების დაცვა და ახლად ჩამოყალიბებული ლეგიტიმური მიზნებით არ შექმნას არათანაზომიერად რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეები.
სრულად 
წყარო: ტოლერანტოისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ვებგვერდი


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)