თბილისი. ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება სოციალური სერვისების პოლიტიკის დიალოგში წვლილის შეტანისთვის საქართველოსა და უკრაინაში" - ფარგლებში, რომელსაც საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB Georgia) მართავს, ასოციაცია „ანიკა" ახორციელებს პროექტს - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა/პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისი”.
ამ პროექტის ფარგლებში ასოციაცია „ანიკა", წინასწარ შეთანხმებული ლიმიტით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს/პირებს პერსონალური ასისტენტის უფასო სერვისს სთავაზობს.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს - http://anika.ge/?p=2109
სერვისით სარგებლობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა - https://docs.google.com/…/1FAIpQLSeErbcPZWJPlpY_kt…/viewform
წყარო: ასოციაცია „ანიკას" ოფიციალური ფეისბუქგვერდი