კახეთი. მანავის „მომავლის ბანაკის" პირველი ნაკადის მონაწილეებს სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" წარმომადგენელები შეხვდნენ და ცენტრის საქმიანობა, მიზნები და ამოცანები გააცნეს. შევხედრაზე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხებზე, ევროპულ ფასეულებებსა და ევროინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. ლექციის შემდეგ გაიმართა ვიქტორინა, გამარჯვებულ ახალგაზრდებს სიმბოლური პრიზები გადაეცათ.
ღონისძიება საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. საინფორმაციო შეხვედრები მომავლის ბანაკის შემდეგ ნაკადებზეც გაგრძელდება.
წყრო: „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" ოფიციალური ფეისბუქგვერდი