en
ge

საია: თბილისის მუნიციპალიტეტმა შ.პ.ს. "ნარიყალას" საკითხი თავიდან უნდა შეისწავლოს

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მედიას წარუდგინა კვლევა - „შ.პ.ს. „ნარიყალას" საქმე".
კვლევა, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე უფლების აღიარების წესისა და საკუთრების კომისიის მიერ, 2008 წელს, შ.პ.ს. „ნარიყალასთვის", თბილისში, გორგასალის ქ. #3-ში არსებული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღიარების საკითხის კანონიერებას ეხება. კვლევაში, ასევე განხილულია ამ საკითხის ირგვლივ 2016 წელს განვითარებული მოვლენები.
საიას კვლევის მიხედვით, კომისიამ 2008 წელს უსაფუძვლოდ აღიარა შ.პ.ს. „ნარიყალას" საკუთრებაში, თბილისში, გორგასალის ქ. #3-ში არსებული მიწის ნაკვეთი; სავარაუდოდ, შ,პ,ს, „ნარიყალამ" არ შეასრულა კომისიის მიერ დაკისრებული ვალდებულება, საფასურის გადახდასა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარდგენასთან დაკავშირებით; კომისიის მიერ, შ.პ.ს. „ნარიყალასათვის" საკუთრებაში აღიარებული მიწის ნაკვეთის ნაწილი საჯარო სივრცეს - სკვერს წარმოდგენს. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა ამ სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღიარების შესაძლებლობას არ იცნობს; 2016 წლის ივნისში თბილისის მუნიციპალიტეტისათვის ცნობილი გახდა, შ.პ.ს. „ნარიყალასთვის" თბილისში, გორგასალის ქ. #3-ში არსებული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღიარების შესაძლო უკანონობა, თუმცა, მუნიციპალიტეტმა არ მიიღო ახალი გადაწყვეტილება.
საია აცხადებს, რომ ეს გარემოებები თბილისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხრიდან საკითხის თავიდან შესწავლის აუცილებლობაზე მიუთითებს.
სრულად 
წყარო: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023