აჭარა. დემოკრატიის ინსტიტუტმა პროექტის - „დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში" - შედეგების პრეზენტაცია გამართა.
პროექტის ფარგლებში, საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამებში ჩართული იყო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები 1295 პირი (ახალგაზრდები, დიდი ხნის უმუშევრები, დაბალანაზღაურებად სამუშაოებზე დასაქმებულები და ა.შ.);
საოჯახო ბიზნესის ამოქმედების/გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში, დაფინანსდა 161 საოჯახო ბიზნესი, რომელშიც ჩართულია 230 მოქალაქე; მომავალი პროფესიის არჩევის ხელშეწყობის კომპონენტში, საერთო ჯამში, სკოლებში გაიმართა 323 შეხვედრა, რომელშიც 8004 სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა.
პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში