შიდა ქართლი, იმერეთი. „შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე" - ამ სახელწოდების საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა გორისა და ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში.
შეხვედრებს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები დაესწრნენ, გაუძღვა საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის მკვლევარი, რომელმაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისთვის მნიშვნელოვან მთავარ პრიორიტეტებსა და მიმართულებებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა, იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რაც ევროინტეგრაციის პროცესს მოაქვს, მათ შორის, უვიზო მიმოსვლაზე, ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცვლელი თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე.
შეხვედრები საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
წყარო: ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ვებგვერდი