თბილისი. 2017 წლის 3 ივლის ს საქართველოს სახალხო დამცველმა სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის რექტორს რეკომენდაციით მიმართა. რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა მოითხოვა აკადემიაში ჩატარებული კონკურსის ბათილად ცნობა, ლუიზა ლაფერაძესთან მიმართებაში და, საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად, მის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ლუიზა ლაფერაძე მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში. კომისიის გადაწყვეტილებით, ფერწერის მიმართულებით სხვა შვიდ კანდიდატთან ერთად ლუიზა ლაფერაძის მიერ წარმოდგენილი განაცხადი სრულად შეესაბამებოდა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. თუმცა, ლუიზა ლაფერაძეს პოზიციის დაკავებაზე უარი ეთქვა.
სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ სამხატვრო აკადემიის ეს გადაწყვეტილება არ იყო დასაბუთებული, კერძოდ, გაურკვეველია რა იგულისხმება ლუიზა ლაფერაძის არაკოლეგიალურ ქცევაში, რაც არასახარბიელოდ აისახებოდა საგანმანათლებლო პროცესზე. ასევე, უარყოფით შთაბეჭდილებას ტოვებს ოქმში მოყვანილი მითითება განმცხადებლის მიერ აკადემიის მიმართ წარსულში ნაწარმოებ დავაზე.
„დაუშვებელია პირების მიერ ადმინისტრაციული ორგანოების წინააღმდეგ დავების წარმოების ფაქტს ამ პირების მიმართ რაიმე უარყოფითი შედეგი, შესაბამისად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კომისიის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით, არსებითად შეილახა ლუიზა ლაფერაძის კანონიერი უფლება და ინტერესი, დასაქმებულიყო სამხატვრო აკადემიის ასისტენტ–პროფესორის თანამდებობაზე. ამდენად, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ სახეზეა ლუიზა ლაფერაძის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების ბათილობის საფუძველი", - ნათქვამია რეკომენდაციაში.
წყარო: საქართველოს სახალხო დამცველის ვებგვერდი