თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ხელმძღვანელმა ანა აბაშიძემ შშმ ბავშვთა მშობლებისთვის ტრენინგი – „გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია და მისი პრაქტიკული გამოყენება" ჩაატარა.
„ორგანიზაციამ კოალიციის წევრ მშობლებს სამედიცინო და სოციალური მოდელის მიხედვით შეზღუდული შესაძლებლობის კლასიფიკაციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის წარმოშობასა და სტრუქტურაზე ესაუბრა”, ნათქვამია PHR-ის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში