თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს ბლოგპოსტს: „რა იცვლება „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში და როგორ წარიმართა ცვლილებების ინიცირებისა და განხილვის პროცესი".
ბლოგპოსტში საუბარია: საკანონმდებლო წინადადების წარდგენასა და სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ არსებული მდგომარეობაზე და "მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებზე.
„მნიშვნელოვან ცვლილებებზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, სფეროს ექსპერტების მონაწილეობის გარეშე მუშაობის პროცესი, გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ კანონპროექტის შემუშავება მოხდა დახურულად და გაუმჭვირვალედ. საზოგადოებას არ მიეცა მასში ჩართვის საშუალება, მიუხედავად იმ დიდი ინტერესისა, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიმართ არსებობდა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.transparency.ge