თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აქვეყნებს ბლოგპოსტს: „GNCC დასაქმების ბუნდოვანი პოლიტიკის პერსპექტივით".
„30 ივნისს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონპროექტი „ეროვნული მარეგულირებლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (GNCC) დასაქმების პოლიტიკას ბუნდოვანს და გაუმჭვირვალეს ხდის.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დასაქმების გაუმჭვირვალე პოლიტიკის, რეორგანიზაციის გაწელილი პროცესის და ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტების ფონზე, რომლებზეც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ადრეც წერდა, მიგვაჩნია, რომ ამ ცვლილებებით გაიზრდება კომისიაში დასაქმების ბუნდოვანი პრაქტიკის დანერგვის ალბათობა, საფრთხე შეექმნება მარეგულირებელში დასაქმების პროცესის საჯაროობას და გაიზრდება ნეპოტიზმის რისკი", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: www.transparency.ge